წინასწარი პატიმრობისთვის საკმარისი მტკიცებულებებია – ნარჩემაშვილი ჩხვირკიას დაკავებაზე საუბრობს

ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებში მას ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

„ეს პიროვნება მე პირადად მახსოვს აგრესიული განცხადებებით სატელევიზიო ეთერიდან. რაც შეეხება საქმის მასალებს, ვერ გეტყვით რა არის საქმის მასალებში, მაგრამ გამოძიებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა. ეს მაფიქრებინებს, რომ ამ ეტაპზე არის საკმარისი მასალები იმისათვის, რომ ეს ადამიანი იყოს წინასწარ პატიმრობაში,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ეს არის ხელისუფლება, რომელმაც რუსი ჯაშუშები გამოუშვა ციხიდან, აკავებს ქვეყნის პატრიოტებს”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის რესპუბლიკაში დაიწყო