წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა

საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პროვოკაციაზე ღირსეულ პასუხს უწოდებს, საპარლამენტო უმრავლესობა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებები იყო სამარცხვინო, ხოლო კვირიკაშვილის პასუხი ღირსეული.

„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი მმართველობის მანძილზე პროვოკაციებით მართავდა ამ ქვეყანას და ამის გამო ჩვენი ქვეყანა რამდენჯერმე აღმოჩნდა საფრთხის და გარკვეული რისკების წინაშე, ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, ზუსტად იგივე განწყობით რჩებიან ოპოზიციაში. გუშინ იყო სირცხვილი მათი ქცევა, ჩემი აზრით ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მათ პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ყოველთვის რთულია ემოციის კონტროლი” – ეკა ბესელია პრემიერზე
შემდეგი სტატიამინისტრთა კაბინეტი პარლამენტისგან ნდობის მისაღებად ემზადება