ტექნიკურ უნივერსიტეტში მოშიმშილე ლექტორებთან სახალხო დამცველი მივიდა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

ტექნიკურ უნივერსიტეტში მოშიმშილე ლექტორებთან სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მივიდა. ნანუაშვილი ადგილზე გაეცნო სიტუაციას და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო იმ წერილის შესწავლა, რომელიც მათ ლექტორებისგან მიიღეს.

მისივე თქმით, ის ასევე აპირებს დეტალურად შეისწავლოს, თუ რამდენად ლეგიტიმურად მოხდა რექტორის არჩევა ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მოშიმშილე 5 ლექტორიდან ერთ-ერთი დღეს მშრალ შიმშილობაზე გადავიდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ლექტორის მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაში“არჩევნების შემდეგ სერიოზულ პრობლემებს არ გამოვრიცხავ”
შემდეგი სტატიამამუკა ღლონტის ადვოკატი – სასამართლო მეორე მხარეს ეხმარება