წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და დანაშაული გახსნილია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

13934981_10153646079441816_5291191985042852953_n

banner
წინა სტატიაშისარკინიგზო ავარიის შედეგად საფრანგეთში 60 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატია“ბედუკაძე მზადაა დაასახელოს ირმა ინაშვილი და ქართული ოცნების ლიდერები როგორც შემკვეთები”