წელს უკანონოდ 35 741 ძირი ხე მოიჭრა, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კი 2,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებით გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ წელს 2,615,475 ლარი შეადგინა. როგორც ”თაიმერს” სატყეო სააგენტოში განუცხადეს, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რეგიონული სატყეო სამსახურებისა და შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომელთა მიერ გამოვლენილ იქნა სამართალდარღვევის 2474 ფაქტი, მათ შორის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის – 1797 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის – 677 ფაქტი, რომელიც გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში.

მათივე ინფორმაციით, უკანონოდ მოპოვებული რესურსის მოცულობამ შეადგინა 18,619,49 მ3; უკანონოდ მოპოვებული რესურსის რაოდენობამ ძირობრივად შეადგინა – 35,741 ძირი; გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 2,615,475 ლარი, მათ შორის – ადმინისტრაციულ სამარალდარღვევის საქმეებზე – 261,950 ლარი, სისხლის სამართლის საქმეებზე – 2,353,525 ლარი.

უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც.

, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 14 სექტემბრამდე გამოვლინდა: უკანონო ტყითსარგებლობის 1 103 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 844 ფაქტი, სულ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ოდენობამ კი 9780,97მ3 შეადგინა.

banner
წინა სტატიაში80 წლის ასაკში ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგაფრთხილება მოქალაქეებისთვის რომლებიც საბერძნეთის გავლით ევროპაში შეძენილი ავტომობილით ბრუნდებიან