“წელს, როგორც არასდროს, თანაბარი ხარჯვა ჰქონდა ბიუჯეტს”

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტში, საბიუჯეტო დეფიციტის 3%-იანი მაჩვენებელია ჩადებული, რაც მისაღებია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ბიუჯეტს, ქადაგიძის განცხადებით, ხარჯვა თანაბარია, ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა კი, მინიმალური.
“წელს, როგორც არასდროს, თანაბარი ხარჯვა ჰქონდა ბიუჯეტს, განსხვავებით 2013-2014 წლებისგან. ამიტომ, 2015 წელს, ფისკალურ ნაწილში ბიუჯეტი იყო ნეიტრალური”, – აღნიშნა ქადაგიძემ.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, ქადაგიძის თქმით, მასზე ზეწოლას არ ელოდებიან.
“იქნება მოკლევადიანი მერყეობები, რომელიც დამახასიათებელია მცურავი გაცვლითი კურსისთვის, მაგრამ დამატებით ზეწოლას სხვა თანაბარ პირობებში არ ველოდებით”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიწამების ფაქტზე დაკავებული გიორგი სამუშიას ადვოკატის მტკიცებით, ე.წ. მოდულის შენობაში არ უშვებენ
შემდეგი სტატიაანი ნადარეიშვილი პროკურატურის თანამშრომლებს საცოდავებს უწოდებს