“წარმოიდგინეთ, პრემიერი პრეზიდენტს ეუბნება, ომი გამოაცხადოს და პრეზიდენტს უფლება არ აქვს იკითხოს, ომს რატომ აცხადებს?!”

წარმოიდგინეთ, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ეუბნება, ომი გამოაცხადოს, მაგრამ პრეზიდენტს უფლება არ აქვს იკითხოს, ომს რატომ აცხადებს – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც უშიშროების საბჭოს გაუქმების და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს გამოეხმაურა. მარგველაშვილის განცხადებით, ახალ კონსტიუტუციაში პრეზიდენტი მთავარდსარდალი იქნება და ეს ტიტული შენარჩუნებულია, თუმცა არცერთი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსადრალმა უნდა განახორციელოს, ფაქტიურად შენარჩუნებული არ არის. პრეზიდენტმა ყურადღება უშიშროების საბჭოს გაუქმებაზეც გაამახვილა.

„წარმოდგენილი მოდელით, გვთავაზობენ, რომ უშიშროების საბჭო გავაუქმოთ და თავდაცვის საბჭო შევქმნათ, რომელიც მხოლოდ ომის დროს ფუქნციონირებს. წარმოიდგინეთ რა ვითარებაა, როცა ჩვენს საუკუნეში ომი ხორციელდება არა მხოლოდ საომარი მოქმედებებით. ვინ, თუ არა თქვენ, იცით, რომ 90-იანებში ომი იყო, თუმცა მისთვის ომი არავის დაურქმევია. უკრაინაში რომ იყო, ამას მერე ჰიბრიდული ომი დაარქვეს. ჰიბრიდული ომი გამოცხადების გარეშე მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ, პრემიერი პრეზიდენტს ეუბნება, ომი გამოაცხადოს და პრეზიდენტს უფლება არ აქვს იკითხოს, ომს რატომ აცხადებს?! პრეზიდენტმა პირდაპირ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, ომი კითხვის გარეშე უნდა გამოაცხადოს და პარლამენტს გადაუგზავნოს. რა საჭიროა, ასეთი მთავარსადლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, ომი გამოსაცხადებელია თუ არა.

წარმოიდგინეთ, თავდაცვის საბჭო ფუქნციონირებას მხოლოდ ომის შემთხვევაში იწყებს და პრეზიდენტი ამ პროცესში მონაწილეობს, რომელმაც მართვის შესახებ არაფერი იცის, სამხედრო ძალებთან არანაირი შეხება არ აქვს და არ იცის, რას ნიშნავს, სამხედრო ოპერაციის ჩატარება პოლიტიკურად. თავდაცვის საბჭო მხოლოდ ომის დროს იქმნება. კონსტიტუციური ორგანო, რომელიც მოწოდებული იყო ქვეყნის სამხედრო თავდაცვის აღმშენებლობისთვის, საქართველოს კონსტიტუციას აღარ სჭირდება? – ამ ორგანოს მაგივრად ხმამაღალი ლოზუნგი ჩაიწერა, რომ ჩვენი მიზანია, ნატო. მირჩევნია, კონსტიტუციაში არანაირი ლოზუნგი არ ეწეროს და ქმედითი სტრუქტურა იყოს, რომ ქვეყანა თავდაცვის უნარიანობით გააძლიეროს. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და არა ის, რომ პრეზიდენტისთვის ჩამორთმეულია. საკონსტიტუციო სტრუქტურას გეუბნებით, თორე, ბარემ, სტოლტენბერგი ჩაგვეწერა“, – დასძინა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებას უნდა ქონდეს ბერკეტი არჩევნების გზით ჩაანაცვლოს ის პარტია, რომელიც ქვეყნის განვითარებას ვერ ახერხებს- აბესაძე
შემდეგი სტატიაგოცირიძე: სხვა საკითხია იმ მღვდლის მიერ, რომელმაც თბილისში რომის პაპს უგალობა, ლუჟკოვისთვის სპეცგალობის მიძღვნა