“წარმატებებს ვუსურვებ… მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს”- კობახიძე უსუფაშილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დავით უსუფაშვილის ახალ პოლიტიკურ აქტივობაზე პირველ კომენტარს აკეთებს. “მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს, ვიცით რა შედეგებიც ჰქონდა ამ პოლიტიკურ ძალას წინა არჩევნებზე. მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდეს. მე დიდ პატივს ვცემ ჩემს წინამორბედს და პირადად მას დიდ წარმატებებს ვუსურვებ,” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით უსუფაშვილმა დღეს საზოგადოებას სამოქალაქო-პოლიტიკური ინიციატივები და მათი ფართო პარტნიორობის ფორმატში განხორციელების გეგმა გააცნო. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და რესპუბლიკელების ყოფილი ლიდერი პოლიტიკაში ბრუნდება და ხელისუფლებას 3-პუნქტიან გეგმას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ყატარელ ინვესტორებს შეხვდა
შემდეგი სტატია“პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით”- აბაშიშვილი