წამყვანი რესპუბლიკელები უარს ამბობენს ტრამპის მხარდაჭერაზე

ფლორიდას ყოფილმა გუბერნატორმა, ჯებ ბუშმა განაცხადა, რომ ის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს ხმას არ მისცემს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ბუში ერთ-ერთი არ არის, ვინც ამას ხმამაღლა აცხადებს.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენობითი პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ისიც მხარს არ დაუჭერს დონალდ ტრამპს, თუმცა, აპირებს მას მიმდინარე კვირას შეხვდეს.
ჯებ ბუშთან სოლიდარულები არიან მამამისი და მისი ძმა, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები რესპუბლიკური პარტიიდან.
რამდენიმე რესპუბლიკელმა ისიც კი თქვა, რომ დემოკრატებიდან ჰილარი კლინტონს მისცემენ ხმას.
„დონალდ ტრამპმა საჭირო ტემპერამენტი ან ხასიათის სიმტკიცე ვერ გამოავლინა. ის არ არის შემართებით კონსერვატორი. არის მიზეზები, რის გამოც მე მას მხარს ვერ დავუჭერ“ – განაცხადა ჯებ ბუშმა.
მას რესპუბლიკელი და მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომინიც ეთანხმება, ასევე გავლენიანი სენატორი ბენ სასსე. „მისტერ ტრამპი ამერიკელების გახლეჩისკენ არის მიზანმიმართული, ასევე იმისკენ, რომ დააქუცმაცოს და არა ააშენოს ეს შესანიშნავი ქვეყანა“ – განაცხადა სასსემ.
ტრამპთან დაკაშირებით, ჯერჯერობით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ ტედ კრუზს და მარკო რუბიოს, ასევე ოჰაიოს შტატის გუბერნატორს ჯონ კეისიკს.
სენატორი ლინდსი გრემი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. მან ასევე თქვა, რომ ნიუ-იორკელ მილიარდელს ხმას არ მისცემს. „ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ისეთ ტერიტორიებზე შედის, სადაც ძალიან ცოტანი თუ შედიან. მე მათთან ერთად წასვლას არ ვაპირებ“ – განაცხადა გრემა.
ბევრი რესპუბლიკელი, რომლებიც ადგილობრივი ორგანების არჩევნებში ღებულობენ მონაწილეობას, შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ მათი სახელი და გვარი ერთ ბიულეტენში დონალდ ტრამპის სახელთან ეწერება, რომელმაც ბევრი ამომრჩეველი საკუთარი განცხადებებით შეაშინა.
ამერიკელების უმეტესობა, როგორც წესი, ირჩევს რესპუბლიკურ ან დემოკრატიულ პარტიას და არა ცალკეულ კანდიდატებს, ამიტომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ტრამპი უარყოფითად განწყობილი ამომრჩევლის აზრს გადაიყოლებს.
ბევრი რესპუბლიკელი უკვე ხმამაღლა მიმართავს პარტიას, რომ უარი თქვან ტრამპზე და ახალი კანდიდატურა წარადგინონ – ასეთ აზრზეა სენატორი ჯონ მაკკეინი.

banner
წინა სტატიაშიგაერო: ერაყის რაიონებში, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ იყო, მასობრივ სასაფლაოებს ნახულობენ
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:გოგა ხაინდრავა ივანიშვილის სადიდებელ ფილმს იღებს და მისსავე მომპასს წუწნის!