წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ – პრემიერის ვიზიტი ჩეხეთში

წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ – შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს შორის პრაღაში გაიმართა. საუბარი შეეხო ეკონომიკის ყველა იმ მიმართულებას, რომელთა მიმართაც ჩეხური ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს.

ჩეხეთის პარლამენტში საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს მხარდაჭერაზე განცხადება ჩეხეთის სენატის თავმჯდომარემ გააკეთა და თქვა, რომ ევროპაში არსებული კრიზისი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში დაბრკოლება ვერ გახდება.

„შეხვედრაზე ვილაპარაკეთ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე. პრემიერ მინისტრმა ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩეხეთის პარლამენტი არანაირ დაბრკოლებას არ შექმნის. ჩვენ მივესალმებით საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ქართველ ხალხს სურს, იგრძნოს პოზიტიური შედეგი და ეს შედეგი ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა იქნება,“ – განაცხადა მილან შტეხიმ.

banner
წინა სტატიაშიზაზა პაპუაშვილი რესპუბლიკელებს “ხალხზე ძალადობაში” ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაჩაქვში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა