წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავე პირებს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება აეკრძალებათ

წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავე პირებს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება აეკრძალებათ. ამის შესახებ იმ დადგენილებაშია საუბარი, რომელსაც პარლამენტმა დღეს კენჭი უნდა უყაროს. კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც პარლამეტს მთავრობის მიმართ აქვს წამების ფაქტებზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას გულისხმობს. 2004–2012 წლებში წამებასა და არაადამიანური მოპყრობის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების შესახებ დასკვნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. 80 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2004-2012 წლებში ადამიანების წამებას ქონდა სისტემური ხასიათი, რომელიც სანქცირებული იყო მაღალი თანამდებობის პირების მიერ. საერთო ჯამში 200-ზე მეტ წამების ეპიზოდზე 124 საჯარო მოხელის მიმართ არის ბრალი წარდგენილი, 81 შემთხვევაში კი სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი სპეცოპერაციის დროს დაჭრილ პოლიციელს რევაზ ქობულიას შეხვდა
შემდეგი სტატია”ხელისუფლების ინტერესშია, რომ თქვენი ტელეკომპანიის მენეჯმენტი, სტრატეგია, ოპოზიციური განწყობა არ იყოს რაიმე ფორმით ხელშეშლილი”