წალენჯიხის ზღვაიას დასახლებაში ენმ-ის მაჟორიტარ კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ წყლის მილი ჩაჭრეს

miliწალენჯიხის ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, მოქმედი პარლამენტარის ლევან ქარდავას ზღვაიას დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მის მიერ თანადაფინასებული და გაკეთებული წყლის მილი ჩაჭრეს. როგორც „თაიმერის“ კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, 2013 წელს ზღვაის მოსახლეობა წყლის “დაქსელვას“ ითხოვდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სრულად ვერ განახორციელა სამუშაოები და რამდენიმე ათეული ოჯახი წყლის გარეშე დარჩა. არაერთი დაპირების მიუხედავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის მოთხოვნა ყურად არ იღო. ამის შემდეგ მაცხოვრებლებმა მიმართეს პარლამეტარ ლევან ქარდავას, რომელმაც მოსახლეობას სრულად მოუგვარა პრობლემა. მაჟორიტარ კანდიდატს გუშინ შეხვედრა ჰქონდა ზღვაიას დასახლებაში. დღეს დილით კი მოსახლეობას გადაჭრილი მილი დახვდა. როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, ეს გააკეთებულია მათი „გამწარების მიზნით“. „ძლივს გვეღირსა წყალი და ახლა ამასაც გვიჭრიან. ეს ხომ უსამართლობაა! ჩვენ არ ვიცით ვინ გააკეთა, მაგრამ ლევან ქარდავას აქ მოსვლამდე მის მიერ გაკეთებული მილები არავის გადაუჭრია. ამას აქაურები არ გააკეთებდნენ! ეს არის ამაზრზენი. სასწრაფოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გააკეთოს მილი. ალბათ, მათი გაკეთებული რომ არაა, რცხვენიათ და ჭრიან“ -აცხადებს ზღვაიას დასახლების ერთ-ერთი მოსახლე.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: იმისთვის არ მოვსულვართ, რომ უშიშროებამ მართოს ქვეყანა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ჩემი ქონების 97% -ს საქართველოს ვახმარ