წალენჯიხის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წელს დაღუპული კობა ხარჩილავას ხსოვნას პატივი მიაგეს

წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრის კობა ხარჩილავას საფლავი ყვავილებით შეამკეს, ასევე პატივი მიაგეს 9 აგვისტოს გორის გზაზე ტრგიკულად დაღუპული ერეკლე, ენვერ და დალი ჭანიების ხსოვნას.


8 აგვისტოს ,ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მინიფეხბურთის სტადიონზე ჩატარდა კობა ხარჩილავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში. სადაც მონაწილეობდნენ
წალენჯიხის, ჯგალის,ობუჯის,ნაკიფუს, მედანის, საჩინოსა და ლიას ფეხბურთელთა გუნდები.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და სიგელებით. გარდამავალი თასი გადაეცა საჩინოს გუნდს.
ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით, გარდაცვლილთა ოჯახებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ გადაეცათ ფულადი თანხა 500-500 ლარის ოდენობით.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგეს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი: ჩვენ საიმედოდ ვუზრუნველყოფბთ აფხაზეთის უსაფრთხოებას