ქალაქ წალენჯიხის გაზიფიცირების დაქსელვის პროექტირების სამუშაოები დასრულების ფაზაში შედის. ამ საკითხთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა შპს „ გაზპროექტი – 2009“-ის წარმომადგენელი ლევან ლომიძე. რომელიც შეხვდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტირების სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე. როგორც ლევან ლომიძემ განაცხადა, სამუშაოები დასრულების ფაზაშია და 2018 წლის იანვარ –თებერვალში გამოცხადდება ტენდერი დაქსელვითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. პროექტის მიხედვით, ქალაქ წალენჯიხაში გაზიფიცირება 2018 წელს დასრულდება. ამის შემდეგ კი განხორციელდება ადმინისტრაციული ერთეულების დაქსელვა-გამრიცხველიანება.