წალენჯიხის გამგებლის პოსტისთვის ერთმანეთს ყოფილი და მოქმედი „ოცნებელები“ შეერკინებიან

ბესიკ ფარცვანია
ბესიკ ფარცვანია
ბესიკ ფარცვანია
დავით ბელქანია
დავით ბელქანია

„თაიმერისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წალენჯიხის გამგებლად წალენჯიხის საკრებულოს წევრის, ბესიკ ფარცვანიას კანდიდატურას წარადგენს. ფარცვანიას შერკინება თანამებრძოლსა და თანაპარტიელ, წალენჯიხის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე დავით ბელქანიასთან მოუწევს, რომლის გაგამგებლობას მეჭიაურის პარტია გეგმავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე „ოცნებაში“ კომენტარს არ აკეთებენ.
ამ ეტაპზე უცნობი, წალენჯიხის გამგებლის პოსტისთვის სხვა პარტიებიდან, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობასა“და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გუნდიდან ვინ იბრძოლებენ.
ცნობისთვის: 19 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოსცემს ბრძანებას საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების დანიშნვის თაობაზე. ამავე დღეს მოხდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების ბოლო ვადას დაადგენს. პარტიებს გამგებლების კანდიდატურების ოფიციალური წარდგენა მხოლოდ ამის სემდეგ ექნებათ.
გამგებლების შუალედური არჩვნების თარიღს ცესკო ოფიციალურად 20 აგვისტოს დაასახელებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდსა და წალენჯიხაში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.
შეგახსენებთ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ თანამდებობები 9 აგვისტოს დატოვეს. გულორდავა და თოლორაია მმართველმა გუნდმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პარტიაში “ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანის” შეთავაზებაზე ხვალ იმსჯელებენ
შემდეგი სტატიაბაჩუკი ქარდავა: სახელმწფო ინტერესებიდან გამომდინარე პროდასავლური ძალების გაერთიანება აუცილებელიც კია