წალენჯიხის გამგებლის მოადგილედ ლაშა ჭანია ინიშნება?

როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, წალენჯიხის გამგებლის მოადგილედ ლაშა ჭანია ინიშნება, რომელიც ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროში მუშაობს. როგოც ჩვენი წყარო აცხადებს, ჭანიას დანიშვნას წალენჯხის გამგებლი ორშაბათს მოაწერს ხელს. რაც შეეხება მეორე მოადგილის ვაკანტურ თანამდებობას, “თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, მას გამგებლის მესამე მოადგილე შეითავსებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ წალენჯიხის გამგებლის მოადგილეებმა დაკავებული თანამდებობა დატოვეს. უკავშირდება თუ არა მათი გადაგომა ჩხოროწყუში მომხადრ ავტოსაგზაო შემთხვევას, უცნობია, რადგან ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ამ საკითხან დაკავშირებით „თაიმერი“ შეეცადა წალენჯიხის გამგებელთან ბესიკ ფარცვანიასთან დაკავშირებას, მაგარამ ეს უკანასკნელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. “თაიმერი” ასევე დაუკავშირდა ლაშა ჭანიას, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

” არ ვიცი საიდან გაქვთ ინფრომაცია, მაგრამ ვერაფერს დაგიდასტურებთ. ძველებურად ვაგრძელებ მუშაობას ფინანსთა სამინისტროში-განუცხადა  “თაიმერს” ლაშა ჭანიამ.

banner
წინა სტატიაშიჰასან რუჰანი ირანის პრეზიდენტი მეორედ გახდა
შემდეგი სტატიააფხაზური დელეგაცია ჩინეთს სტუმრობდა