წალენჯიხაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა იწყება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაღალი გამავლობის ავტომობილები იმუშავებს, მათ შორის ნაწილი ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ნაწილი კი დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკით.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად
ადმინისტრაციულ ერთეულებში დამონტაჟდა ფერომონები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების შესაწამლად ასევე დარიგებულია ზურგსაკიდი აპარატებიც.
ამასთან დაკავშირებით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია და სხვა წარმომადგენლები. ისინი შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს , მათ ადგილზე ისაუბრეს და გააცნეს ინფორმაცია შესაბამისი ტექნიკის აღჭურვილობისა და მისი გამოყენების შესახებ.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს “სომხეთის სიამაყე” უწოდა
შემდეგი სტატიაკვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სტამბულში წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს-მკვლელობა თურქეთში