ტრანსგენდერზე თავდასხმა – ბესელია მომხდარს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის ინიციატივას არ უკავშირებს

ტრანსგენდერზე მომხდარ თავდასხმას აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. დეპუტატი აცხადებს, რომ მომხდარი არ უკავშირდება ინიციატივას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას გულისხმობს.

ეკა ბესელია გმობს მომხდარს. მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანების მიმართ ძალადობა თუ ის განსხვავებული წესით ცხოვრობს ან ფიქრობს.

„მე არ მიმაჩნია, რომ ის, რომ ჩვენ ქორწინების დეფინიციის მკაფიო განსაზღვრება გვინდა, რომ კონსტიტუციაში ჩავწეროთ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ შეიძლება გამოვლინება ხდებოდეს განსხვავებული ნიშნით ადამიანების მიმართ ძალადობა. მეც ვგმობ ამ ძალადობას, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანების მიმართ ძალადობა თუ ის განსხვავებულია, განსხვავებულად ფიქრობს ან განსხვავებული წესით ცხოვრობს,“ – აცხადებს ბესელია.

დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის მიმართვასაც ეხმაურება, რომელიც საქმის კვალიფიკაციის შეცვლას გულისხმობს.

“რაც შეეხება კვალიფიკაციას, მე ყოველთვის მოვუწოდებდი ყველას, ეს იქნებოდა მათ შორის სახალხო დამცველი თუ სხვა სტრუქტურები, რომ კვალიფიკაციის შეთავაზება გარედან საგამოძიებო ორგანოსთვის მიმაჩნია, რომ არის არასწორი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიადღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრის ძებნა არ გვაქვს – ბესელია