ტრამპს ისრაელში ვიზიტის დროს 10.000 პოლიციელი დაიცავს

ისრაელის მედიით გავრცელებული ინფორმაციით, 22 მაისს ქვეყანაში დაგეგმილი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს, სტუმართა დელეგაციის წევრთა უსაფრთხოებას 10.000-მდე პოლიციელი და უსაფრთხოების სამსახურის წევრი დაიცავს.
Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ტრამპი 900 კაციანი დელეგაციით ჩავა ისრაელში, რომელთაგან უმეტესობა თავდა აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურის წევრები იქნებიან. მათ გადაადგილებას კი 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალება მოემსახურება.
ანალიტიკოსები ტრამპის ვიზიტს დიდ მნიშვნელობას აძლევენ და ვარაუდობენ, რომ ეს ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასასრულებლად.

banner
წინა სტატიაშისროლა და მსხვერპლი ფეხბურთის მატჩზე არგენტინაში
შემდეგი სტატიაკახა მიქაია კობახიძეს: „ირაკლი, შვილო, ამ სიტყვებით მამაშენის სულიერ მამას, ჯაბა იოსელიანს ჩასძახე საფლავში!“