ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე გენერალი ჯეიმს მატისი წარადგინა

b3f228b2-358a-46e7-a2d4-86525aa4e0e2_w377_r1შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის მდივნად გადამდგარ გენერალ ჯეიმს მატისს ასახელებს.

პენტაგონის მეთაურად წარდგენილი საზღვაო ქვეითები ძალების გენერალი ცნობილია მკაცრი პოზიციებით, ირანისადმი უნდობლობით და საბრძოლო გამოცდილებით ერაყსა და ავღანეთში.

მატისს „გიჟი ძაღლის“ მეტსახელით მოიხსენიებენ. ეს სახელი მას 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს შეარქვეს. იგივე სახელით მოიხსენიებდნენ მას 2000-იანი წლებში ავღანეთსა და ერაყში. მასვე ეკუთვნის გამოთქმა, რომ „ხალხისთვის ცეცხლის გახსნა,“ ეს განცხადება მან 2005 წელს თალიბანისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე გააკეთა.

„გენერალი მატისი ძლიერი და ღირსეული ადამიანია. მე მას შევხვდი და ვკითხე – რა აზრის ხარ დაკითხვისას წყლით დახრჩობის იმიტაციის გამოყენებაზე. არ გამკვირვებია მისი პასუხი. მან თქვა, რომ ამ მეთოდს შედეგი არ მოაქვს,“ ასე გამოეხმაურა არჩეული პრეზიდენტი მატისის კანდიდატურას გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში.

66 წლის მატისი ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფს უერთდება, ამ ჯგუფში უკვე არიან გენერალ-ლეიტენანტ მაიკლ ფლინი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და კონგრესმენი მაიკ პომპეი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელად.

კანონის თანახმად პენტაგონის ხელმძღვანელობა მხოლოდ სამოქალაქო პირებს, ან სამხედრო ტიტულის მქონე იმ ადამიანებს შეუძიათ, ვინც უკვე 7 წელია სამხედრო სამსახურში არ არის. მატისი მხოლოდ სამი წელია რაც გადამდგარია, შესაბამისად ამ შეზღუდვის მოსახსნელად მას კონგრესის ავტორიზაცია დასჭირდება.

არჩეული პრეზიდენტი მატისს, ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდის დაკრძალვას ვერ ახერხებენ
შემდეგი სტატიაზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია