ტრამპმა ტერორისტების წინააღმდეგ ღორის სისხლში ამოვლებული ტყვიების გამოყენების წინადადება წამოაყენა

ტრამპმა Fox News-ის დებატებზე ჟურნალისტის გამო უარი თქვა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერორისტების წინააღმდეგ გამოყენებული ტყვიები ამოვლებული უნდა იყოს ღორის სისხლში.
ამის შესახებ მან სამხრეთ კაროლინაში გამართულ პრაიმერიზე თქვა. მან გაიხსენა გენერალ პერშინგის ისტორია, რომელიც ამერიკის მიერ ფილიპინების ოკუპაციის პერიოდში ადგილობრივი მუსლიმი ამბოხებულების წინააღმდეგ ღორის სისხლს იყენებდა: “მან აიღო 50 ტყვია და ღორის სისხლში ამოავლო. შემდეგ საკუთარ ჯარისკაცებს უბრძანა იარაღი დაეტენათ და მწყობრში ჩაეყენებინათ 50 ტყვე. აქედან 49 დახვრიტეს. 50-ეს კი უთხრა, “ახლა წადი შენიანებთან და მოუყევი რაც აქ მოხდა”. მომდევნო 25 წლის მანძილზე ისხდნენ ჩუმად” – თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ლიდერობს.
პარტიის არჩევანი დასახელდება ივნისში.
საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგულიკო ზუმბაძე სოციალური სამართლიანობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან დევნილი გენიოსი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს!