ტრამპმა რუსეთს სნოუდენის დაბრუნება მოსთხოვა

აშშ-ს სპეცსამსახურების ყოფლი თანამშრომელი, ედუარდ სნოუდენი აშშ-ში უნდა დაბრუნდეს და სასამართლოს წინაშე წარსდგეს – ამის შესახებ მილიარდელმა რესპუბლიკელმა, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ტელე-დებატების დროს.
“დასაწყისშივე ვთქვი, რომ სნოუდენი ჯაშუშია და ის უნდა დაბრუნდეს. და თუკი რუსეთი პატივს გვცემს როგორც ქვეყანას, მან სნოუდენი უნდა დააბრუნოს” – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოებსი სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი ჯაშუშობაშია ბრალდებული. საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2014 წელს რუსეთმა მას თავშესაფარი მისცა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO)დავით ბერძენიშვილი: “კარგი სტარტი აქვს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც პრემიერს”
შემდეგი სტატიანიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეტროსადგური გაიხსნა