ტრამპმა რუსეთის “დიდ რვიანში” დაბრუნებაზე მოწოდება გააკეთა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვებეკში G7 სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე აუცილებელია რუსეთიც დაუშვან – “ასოშეითედ პრესის” ინფორმაციას “ბიბისი” ციტირებს. რუსეთი აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, გერმანიისა და ბრიტანეთის სამიტში 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ არ იღებს მონაწილეობას.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ ფორმატ “დიდ რვიანს” დაუბრუნდნენ რუსეთის მონაწილეობით. “ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო”, ამიტომ გადაწყვეტილება, უმსხვილესი ინდუსტრიული სახელმწიფოების სიიდან რუსეთის გარიცხვის შესახებ სწორი იყო” – თქვა მერკელმა 6 ივნისს ბერლინში ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს: “გამოააშკარაოს ჩემი შვილის ვინაობა. თუ მოძალადე იყო, ესეც თქვან”
შემდეგი სტატიადათო იყო კეთილი, რეპავდა ხოლმე დერეფნებში: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“