ტრამპმა რუსეთი თავდაცვითი საფრთხეების სიიდან ამოიღო

Foreign Policy-ს ცნობით, აშშ-ს თავდაცვის უწყებამ ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისაგან თავდაცვით პრიორიტეტებზე ჩანაწერი მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრემპის მიერ პენტაგონისათვის გადაცემული ჩანაწერში მითითებულია ამერიკის თავდაცვის უწყებისათვის განკუთვნილი თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის უსაფრთხოების პრიორიტეტები, რომელიც 5 პუნქტისაგან შედგება. ჩანაწერში მითითიებულია: ,,ისლამურ სახელმწიფოს,, დამარცხების აუცილებლობაზე, კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე, თავდაცვითი ბიუჯეტის საკითხებზე, აგრეთვე ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეებზე. ჩანაწერში არაფერია საუბარი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.
მაშინ როდესაც თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციებისათვის რუსეთი საფრთხე N-1 გახლდათ, ტრამპის მიერ ამ საფრთხის უგულვებელყოფას შესაძლებელია პენტაგონის ჩინოვნიკების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვეს… მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთი თავისი ბირთვული არსენალით, კიბერსისტემებითა და იმ გამოწვევებით, რომელსაც ის ახლო აღმოსავლეთსადა აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს უქმნიდა, პენტაგონისათვის ეს ქვეყანა ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი იყო… ამიტომაც პენტაგონის ყოფილი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ეველინ ფარკასი აცხადებს, რომ ,,უწყებაში ტრამპის გადაწყვეტილებით დიდი უკმაყოფილება იგრძნობა და ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო გამძაფრდება, თუ ტრამპი თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის,, წერს გამოცემა.
მიუხედავად ტრამპის გადაწყვეტილებისა, რუსეთი თავდაცვითი პრიორიტეტებიდან ამოიღოს, გენერალი ჯოზეფ დანფორდი, რომელიც გასულ წელს აცხადებდა, რომ ,,არცერთი საფრთხე რომელიც აშშ-ს ემუქრება არ არის ისეთი სერიოზული, როგორიც რუსეთია,, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ინაგურაციის შემდგომაც რჩება აშშ-ს გაერთიანებული შტაბების კომიტეტის უფროსად.
დონალდ ტრამპის გარდამავალი გუნდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემის კითხვაზე, თუ რატომ არ არის რუსეთი საფრთხეების სიაში, განაცხადა, რომ ,,სია ჯერ კიდევ არ არის დახვეწილი,,

banner
წინა სტატიაშიბერლინის ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო
შემდეგი სტატიათოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა–რა ხდება ამ დროისთვის წალენჯიხაში