ტრამპმა პუტინთან ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა

20 მარტს მრჩეველების რეკომენდაციების მიუხედავად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.
მან პუტინთან სატელეფონო საუბარში უახლოეს მომავალში ორმხრივ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც, სავარაუდოდ, თეთრ სახლში გაიმართება – ორშაბათს, 2 აპრილს თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა გაავრცელა. მანამდე რუსეთის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რუსი კოლეგა ვაშინგტონში დაპატიჟა.

როგორც The Washington Post-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, საუბრის დაწყებამდე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტრამპს მიაწოდეს სასაუბრო თემების თეზისები. გაზეთის თქმით, რეკომენდაციაზე დიდი ასოებით ეწერა “მილოცვა არა”. გარდა ამისა, ტრამპის თანაშემწეებმა მას სთხოვეს ბრიტანეთის სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის თემასაც შეხებოდა. “თუმცა, უცნობია, ტრამპი რეკომენდაციებს გაეცნო თუ არა” – წერს The Washington Post-ი.

banner
წინა სტატიაშიგერმანია ოთხმა რუსმა დიპლომატმა დატოვა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი გაფიცვა დაიწყება