ტრამპმა პუტინს ინაუგურაციის შემდეგ მიულოცა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ინაუგურაციის შემდეგ მიულოცა – თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა. მისი თქმით, სატელეფონო საუბარში ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდება და “ამას მოუთმენლად ელოდება”.

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო დიალოგი ბოლოს 20 მარტს შედგა. ამერიკელი ლიდერის ზარს დიდი ინტერესით განიხილავდა როგორც ამერიკული, ასევე სხვა ქვეყნის მედიებიც. როგორც მაშინ გავრცელდა, ადმინისტრაციამ ტრამპს მაგიდაზე წარწერა დაუდო – “არ მიულოცოთ”, თუმცა, ტრამპმა პუტინს მაინც დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსული სამხედრო ვეტმფრენი Ка-52 ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაიტალიის პრეზიდენტი “ნეიტრალური მთავრობის” ფორმირების წინადადებით გამოდის