ტრამპმა ობამას ჯანდაცვის სისტემაში დადებითი მხარეები დაინახა

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამას მიერ შემოღებულ ჯანდაცვის სისტემაში, რომელსაც “ობამაქეირი” ქვია, დადებითი მხარეებიც დაინახა – ადრე ის რეფორმის შეჩერებას დაპირდა ამომრჩევლებს.

Wall Street Journal-თან საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში მოქმედ პრეზიდენთან შეხვედრამ ის დაარწმუნა, რომ ამ საკითხზე არასწორი შეხედულება ჰქონდა. “მე მას ვუთხარი, რომ მის წინადადებებს გადავხედავ და მისი პატივისცემის გამო ამას გავაკეთებ” – გამოცემა ტრამპს ციტირებს. “ობამაქეირს” აკრიტიკებდნენ სხვა რესპუბლიკელებიც. ბევრი მათგანი დარწმუნებული იყო, რომ ტრამპი მას დახურავდა და ალტერნატიულ სისტემას შესთავაზებდა ხალხს.
ობამას მიერ “კანონი სამედიცინო ხელმისაწვდომობასა და პაციენტების დაცვაზე” 2010 წელს იქნა მიღებული. კანონის მიზანი იყო სამედიცინო დაზღვევა მიეცათ 32 მილიონი ამერიკელისთვის, რომელსაც ის არ ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მარკეტის დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიაავღანეთში ნატოს ბაზის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს