ტრამპმა მერკელს ნატოს მომსახურებისთვის 300 მილიარდი მოსთხოვა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ნატოს მომსახურებისთვის 300 მილიარდიანი ჩეკი გადასცა – ამის შესახებ გერმანიის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დღეს The Sunday Times-ი წერს. წყაროს თქმით, ტრამპმა მერკელს ჩეკი აშშ-ში დახურულ შეხვედრაზე გადასცა. გერმანელმა მინისტრმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, მომხდარს “აღმაშფოთებელი” უწოდა. “მსგავსი მოთხოვნა მეორე ქვეყნის დაშინების მცდელობაა, მაგრამ კანცლერს ამაზე მშვიდი რეაქცია ჰქონდა და არ აპირებს პროვოკაციაზე წამოეგოს” – ამბობს The Sunday Times-ის წყარო.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს გამართულ ტრამპი-მერკელის შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ მინი-ბლოგზე გამოაქვეყნა, რომ გერმანიას აშშ-ს და ნატოს დიდი ვალი აქვს, რომელიც უნდა დააბრუნოს.

banner
წინა სტატიაშიმაქსიმ შევჩენკოს სოციალურ ქსელ facebook-ის ადმინისტრაციამ პირადი ექაუნთი დაუხურა
შემდეგი სტატიამოსულთან “ისლამური სახელმწფოს” ერთ-ერთი მეთაური მოკლეს