ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

4აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს – ამის შესახებ მან “ტვიტერის” მიკრობლოგში დაწერა.

“გადაწყვეტილება მივიღე მექსიკის პრეზიდენტს პენი ნეტოს შევხვდე და ხვალ ამ შეხვედრას ველოდები” – დაწერა მან “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მაშინათვე, როგორც კი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავი წამოაყენა, განაცხადა, რომ მექსიკა ამერიკაში დამნაშავეების ექსპორტს აკეთებს. ასევე, მან თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ის აშშ-მექსიკის საზღვარზე დიდ კედელს ააშენებს, რომ მექსიკელებმა აშშ-ში შესვლა ვერ შეძლონ.

banner
წინა სტატიაშიშტაინმაიერმა რუსეთის G8-ში დაბრუნების სურვილი გამოთქვა
შემდეგი სტატიასაქართველოს ნებისმიერი ამომრჩევლისთვის, მიუღებელია მუშტი-კრივით და დაპირისპირებით რაიმეს მიღწევა პოლიტიკურად