ტრამპმა კლინტონზე საუბრისას სასქესო ორგანო ახსენა

ტრამპმა კლინტონზე საუბრისას სასქესო ორგანო ახსენა

ტრამპმა კლინტონზე საუბრისას სასქესო ორგანო ახსენამედია-მაგნატმა და აშშ-ს საპერზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ოპონენტი ჰილარი კლინტონი დაადანაშაულა იმაში, რომ მან “გაფილტრა” 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და პოსტი ბარაკ ობამას დაუთმო – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
მიჩიგანში ტრამპის სცენაზე გამოჩენისთანავე, მის მიმართ არაკეთილგანწყობილმა ჯგუფმა შეხვედრის ჩაშლა განიზრახა, მაგრამ ისინი დაცვამ გაიყვანა: “ბიჭები, როგორც ჩანს ნარკოტიკების ქვეშ არიან” – განაცხადა პოლიტიკოსმა.

“ის ობამას დამარცხებას აპირებდა” – განაცხადა ტრამპმა, როცა ჰილარი კლინტონს და 2008 წლის არჩევნებს შეეხო – “ის გამარჯვებაზე ითვლიდა, მაგრამ დამარცხდა”. ტრამპმა იხმარა ვულგარიზმი to schlong, რაც ინგლისურ ენაში იდიშიდან წამოვიდა და სასქესო ორგანოს აღნიშნავს.

მიმდინარე საარჩევნო კომპანიის კომენტირებისას, დებატებზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა მილიარდელმა, როცა ჰილარი კლინტონი შესვენებაზე ტუალეტში გაიქცა, მაგრამ სარეკლამო ჭრის დასრულებამდე ვერ მოასწრო დაბრუნება. “თითქმის მეგონა, რომ მან ბრძოლაზე უარი განაცხადა” – თქვა ტრამპმა – “სად წავიდა ის? დისკუსია მის გარეშე დავიწყე. ვიცი, სადაც წავიდა ის მაშინ. მაგრამ ეს ამაზრზენია და მე ამაზე საუბარი არ მინდა” – განაცხადა ტრამპმა.

21 დეკემბერს ტრამპმა ჰილარი კლინტონის სიტყვებს სიცრუე უწოდა. კლინტონის აზრით, ტრამპის მოწოდება, აშშ-ში მუსლიმები არ შეუშვან, ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდაა. “ის მატყუარაა. მან ეს ცარიელ ადგილზე გამოიგონა” – ტქვა ტრამპმა კლინტონზე.

banner
წინა სტატიაშიბელორუსელი ტაქსისტი სამი დღე გარდაცვლილ თანამესუფრესთან ერთად არაყს სვამდა
შემდეგი სტატიაNew York Times: კლინტონი ცდილობს ტრამპი ქალთმოძულე გამოიყვანოს