აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას “იყიდე ამერიკული, დაიქირავე ამერიკელი” – Reuters-ი ავრცელებს. მისი თქმით, განკარგულება მიმართულია ამერიკული წარმოებისა და ამერიკელების მხარდასაჭერად. დოკუმენტი კონკრეტულ ზომებს არ გულისხმობს, თუმცა, მის ფარგლებში გაიმართება კვლევა ბაზარზე ამერიკული საქონლის მდგომარეობის შესახებ.