ტრამპმა გამარჯვების შემთხევვაში უდოკუმენტო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის პირობა დადო

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა, გამარჯვების შემთხევვაში უდოკუმენტო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის პირობა დადო -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის ასეთია: თქვენ ვერ მიიღებთ სამართლებრივ სტატუსს და ვერ გახდებით ამერიკელი, თუკი არაკანონიერად შემოხვედით ჩვენს ქვეყანაში. ეს დრო გავიდა” – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ლეგალიზაციისათვის, მიგრანტებმა ქვეყანა უნდა დატოვონ და ხელახლა შემოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ტრამპმა პირობა დადო, რომ ისეთ სისტემას შეიმუსავებს, რომელიც აშშ-ში შესვლას და გასვლას გაართულებს, რომ დროულად გამოავლინონ ისინი, ვინც ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე რჩება.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიელმა მოსამართლემ ხელისუფლებას სთხოვა სპეცბანაკიდან რომელიმე მიგრანტზე გაცვალონ
შემდეგი სტატია(+ვიდეო) სასტუმრო “რიჩის” მეპატრონე ავტობუსის შეჯახების დეტალებზე საუბრობს