ტრამპმა Fox News-ის დებატებზე ჟურნალისტის გამო უარი თქვა

ტრამპმა Fox News-ის დებატებზე ჟურნალისტის გამო უარი თქვა

trampiაშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელების დებატებზე, რომელიც ტელეარხ Fox News-ზე უნდა გაიმართოს დღეს საღამოს, უარი თქვა – ამის შესახებ “ვაშინგტონ პოსტი” წერს.
“მე, სავარაუდოდ, დებატებში არ მივიღებ მონაწილეობას. აიოვაში სხვა რამის გაკეთებას ვაპირებ” – თქვა მან პრეს-კონფერენციაზე. პოლიტიკოსის წინასაპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერმა კორი ლევანდოვსკმა დაადასტურა, რომ ტრამპი “ცხადია, არ მიიღებს დებატებში მონაწილეობას”.

მენეჯერის თქმით, ტრამპი აიოვაში რჩება, მაგრამ ის დაჭრილი ჯარისკაცებისთვის და სხვა კატეგორიის სამხედრო ვეტერანებისთვის სახსრების შეგროვებას დაიწყებს. მისივე მტკიცებით, უარი ეხება მხოლოდ Fox News-სს და სხვა დისკუსიებში ის მიიღებს მონაწილეობას.
რამდენიმე თვის წინ აღნიშნულ არხზე სტუმრობისას, ჟურნალისტმა მეგინ კელმა ტრამპს მის მიერ გამოთქმულ სექსისტურ კომენტარებზე კითხა, რამაც ტრამპის აღშფოთება გამოიწვია და თქვა, რომ ჟურნალისტი ცუდ ხასიათზეა იმიტომ, რომ მას მენსტრუაცია აქვს.

დონალდ ტრამპი ერთ-ერთი პოპულარული კანდიდატია. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს გამოწვეულია იმით, რომ მილიარდელი არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი და პრობლემებზე ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ქართველი მწერლის იტალიური ტური
შემდეგი სტატიაჰოლანდიის მიგრანტების ცენტრში მასობრივი ჩხუბი მოხდა