ტრამპმა ესპანეთის პრემიერს სულ პრეზიდენტი ეძახა (ვიდეო)

თეთრ სახლში ვიზიტად მყოფ ესპანეთის პრემიერს მარიანო რახოის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი უწოდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-სპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს არაერთხელ ახსენა ესპანეთის პრემიერი – პრეზიდენტის რანგში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები მარიანო რახოის მოიხსენიებდნენ როგორც პრემიერს, ტრამპს ამაზე ყურადღება არ მიუქცევია. ამასთანავე, ტრამპმა რახოის ტიტული და მისი გვარი, ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზეც არასწორად დაწერა.

https://youtu.be/jhr8Fca0Txk

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა ქალებს მანქანის მართვის ნება დართო
შემდეგი სტატიაახალი კონსტიტუცია – სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს