ტრამპმა აბორტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება აკრძალა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის სახელმწიფოს აუკრძალა იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ასობით ქვეყანაში აბორტის გაკეთებას უწყობდა ხელს. ორგანიზაციები, ასევე ღარიბ ქვეყნებში ქალებს და ბავშვებს კონსულტაციებს უწევდნენ.
აბორტთან დაკავშირებული დაფინანსებების შეწყვეტა და ხელახალი დაშვება პირველად არ ხდება ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების გამო. პირველად აკრძალვა 1984 წელს რონალდ რეიგანმა დააწესა, რომელიც 1993 წელს დემოკრატმა ბილ კლინტონმა გააუქმა, ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ის ისევ აკრძალა.
2009 წლის 24 იანვარს ბარაკ ობამა მორიგი დემოკრატი იყო, რომელმაც აბორტები დაუშვა იმ ქვეყნებში, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებში ახალშობილები კვდებიან.
აშშ-ში აბორტი ლეგალურია, მაგრამ ამ საკითხზე საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში ჯგუფურ გაუპატიურებას Facebook Live-ით გადასცემდნენ
შემდეგი სტატიაასტანაში სირიის საკითხზე მოლაპარაკებები ურთიერთბრალდებებით დაიწყო