ტრამპმა 11 სექტემბერზე საუბრისას შეცდომა დაუშვა

სკანდალური დონალდ ტრამპის გამონათქვამები

აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა, ბაფალოში (ნიუ-იორკის შტატი) სიტყვით გამოსვლისას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს (მას ამერიკაში “nine-eleven”-ს უწოდებენ) მაღაზიათა ცნობილი ქსელის სახელი 7-Eleven-ი უწოდა. “მე იქ ვიყავი, 7-Eleven-ში და ვნახე ჩვენი პოლიცია და სახანძროს მოქმედებები სავაჭრო ცენტრში მისი ჩამოშლისთანავე, და მე ვნახე უდიდესი ადამიანები, ყველაზე მამაცი ადამიანები, რომელიც ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. ეს ეხებათ როგორც მშენებლებს, ასევე ყველას, ვინც იქ იყო, ეს ის არის, რასაც ნიუ-იორკი აფასებს” – განაცხადა ტრამპმა. საპრეზიდენტო კანდიდატებისათვის შიდაპარტიული არჩევნები ნიუ-იორკის შტატში დღეს გაიმართება. ნიუ-იორკი დონალდ ტრამპის მშობლიური ქალაქია. ტრამპის შანსები, რესპუბლიკელების პრაიმერიზე გაიმარჯვოს, ძალიან მაღალია.

banner
წინა სტატიაშიისლანდიის პრეზიდენტი კენჭს მეექვსედ იყრის
შემდეგი სტატია“წლევანდელი წელი არის სტრატეგიულად გადამწყვეტი საქართველოსთვის,” – ფიქრია ჩიხრაძე