ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი – ლიდერებმა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის თემაზე ისაუბრეს

ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.

შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერებმა 45 წუთს ისაუბრეს. კრემლის ცნობით, განხილვის მთავარი თემა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, თუმცა საუბარი უკრაინის კრიზისს, ირანის ბირთვულ პროგრამას, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებას შეეხო.

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა პირისპირ შეხვედრის მომზადების საკითხიც განიხილეს. თეთრი სახლის შეფასებით, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

banner
წინა სტატიაში„ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით“- მოსწავლეებს გაზაფხულის არდადეგები ემატებათ
შემდეგი სტატიაძლიერი ხანძარი “ბავშვთა სამყაროს” შენობაში