ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ბორის ჯონსონს ესაუბრა

აშშ-ს არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო დიალოგი გამართა – “ბიბისი” ავრცელებს. წყაროებმა კომპანიას აცნობეს, რომ პენსმა ჯონსონს რამდენიმე საათის წინ დაურეკა. პოლიტიკოსებმა დაახლოებით ათი წუთი სამეფოსა და აშშ-ს მჭიდრო ურთიერთკავშირზე ისაუბრეს. ეს პენსის პირველი დიალოგი იყო დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ჯონსონმა გასულ წელს ტრამპზე განაცხადა, რომ ის “ჭკუიდან გადავიდა”, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა აშშ-ში მუსლიმების შესვლის აკრძალვაზე გააკეთა განცხადება. ბორის ჯონსონმა გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ტრამპის საპრეზიდენტო მმართველობას ოპტიმიზმით უყურებს.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმა და თოვლი – მომდევნო დღეების მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიატრამპი მალე ვლადიმერ პუტინს დაურეკავს