ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს სახელმწიფო საიდუმლოზე წვდომა შეუწყვიტეს


აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა და სიძემ ჯარედ კუშნერმა მთელ რიგ საიდუმლო დოკუმენტებსა და ყოველდღიური ბრიფინგების მასალებზე წვდომა დაკარგა – ამერიკული მედია ავრცელებს. კუშნერის წვდომის დონე “სრულიად საიდუმლოდან” “საიდუმლო” გახდა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს თეთრი სახლის სხვა თანამშრომლებისადმიც.
პრეზიდენტის სიძეს, მანამდე, სანამ გამოძიების ფედერალური ბიურო მის განცხადებას განიხილავდა სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომის მუდმივი სტატუსის შესახებ, მსგავს დოკუმენტებზე დროებითი წვდომა ჰქონდა. აშშ-ს პრეზიდენტს შეუძლია კუშნერს სტატუსი აჩუქოს, მაგრამ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ კელი იღებს, რომელიც თავის მხრივ დიდი ხანია ამბობდა, რომ ბევრი იმ თანამშრომელთაგანი, რომლებსაც სახელმწიფო საიდულოზე წვდომა ჰქონდათ 2017 წელს, მას დაკარგავდნენ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ კუშნერი ადმინისტრაციაში ისევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მიუხედავად წვდომის შეზღუდვისა. თავის მხრივ, კუშნერის ადვოკატმა ებ ლოუელმა თქვა, რომ “წვდომის დონის შემცირება კუშნერის შესაძლებლობებზე და მისი სამუშაოს შესრულებაზე არ იმოქმედებს” – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – უკრაინის პრეზიდენტი იტყუება
შემდეგი სტატიამეი ფიქრობს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პროექტი ქვეყნის ღირებულებებს საფრთხეს უქმნის