ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის გაჟონვამ თეთრი სახლის აღშფოთება გამოიწვია

ამერიკული ტელეკომპანია MSNBC-ის წამყვანმა რეიჩელ მედოუმ გუშინ, თავის გადაცემაში, დონალდ ტრამპის 2005 წლის საგადასახადო დეკლარაცია გაასაჯაროვა. ჟურნალისტმა დევიდ კეიმ, რომელსაც ტელეკომპანიამ ინტერვიუ ჩამოართვა, თქვა, რომ დოკუმენტი ანონიმური წყაროდან ფოსტით მიიღო.
გადაცემის ეთერში გასვლამდე, მაგრამ მედოუს ანონსის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპმა მაშინ, როცა შემოსავალი 150 მილიონი ჰქონდა, 38 მილიონი გადაიხადა გადასახადებში.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპი, როგორც ბიზნესმენი, ვალდებული იყო იმდენი გადასახადი გადაეხადა, რაც დაწესებულია და ტელეკომპანია MSNBC საგადასახადო დოკუმენტის გასაჯაროვებაში დაადანაშაულეს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, კანონის დარღვევაა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა არა ერთხელ განაცხადა უარი საკუთარი დეკლარაციის გამოქვეყნებაზე. როგორც წესი, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები ამას აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშითურქულ მიტინგებს, გერმანია-ჰოლანდიის შემდეგ, ბელგიაც კრძალავს
შემდეგი სტატიაDisney-მ “მზეთუნახავი და ურჩხულიდან” გეი-სცენის ამოჭრაზე უარი თქვა