ტრამპის მრჩეველმა დაადასტურა, რომ RT-სგან 45 ათასი დოლარი აიღო

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩაველმა ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, მაიკლ ფლინმა, ახალ დეკლარაციაში აჩვენა, რომ ტელეკომპანია Russia Today-სგან 45 ათასი დოლარი მიიღო, რომელიც 2015 წელს პრორუსული ტელევიზიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისთვის მისცეს. ადრე ეს თანხა გაასაჯაროვა წარმომადგენლობითი პალატისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტმა. როგორც ამერიკული მედია ავრცელებს, პირველ ფინანსურ დეკლარაციაში, რომელიც ფლინმა თებერვალში წარადგინა, ეს თანხა ნაჩვენები არ იყო.
ახალ დეკლარაციაში ექს-მრჩეველი, ასევე საუბრობს რუსული სატვირთო კომპანია “ვოლგა-დნეპრის” და მისი შვილობილი ამერიკული კომპანია “კასპერის ლაბორატორიისგან” საჩუქრების მიღებაზე.
შეგახსენებთ, რომ ფლინი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში მუშაობდა, თებერვალში რუსული კავშირების გამო გადადგა.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ პარტიის ახალი სახეები წარადგინა
შემდეგი სტატიაკადიროვის პრეს-მდივანი: ჩეჩნეთში გეები რომ ყოფილიყვნან, ისინი უკვე არ იქნებოდნენ