ტრამპის კომენტარი მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებაზე

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა სამხრეთკორეელი ლიდერის მუნ ჩჟე ინის წინადადებზე მშვიდობისა და კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის ნორმალიზაციის გამო ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენაზე – The Hill-ი წერს.
“მუნი ძალიან კეთილია, რადგანაც ეს წინადადება წამოაყენა. მთავარია – ჩვენ მშვიდობა გვსურს. ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო და ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა. ვნახოთ. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღირსეულია და მის წინადადებას პატივს ვცემ, მაგრამ ჯერ მიმდინარე სიტუაციაში გავერკვიოთ. მინდა ეს გავაკეთო” – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპისთვის ნობელის პრემიის მინიჭების მომხრეები ირწმუნებიან, რომ ჩრდილოეთ კორეის ატომური განიარაღება და კორეის ომის დასრულება მნიშვნელოვანი მიღწევებია ნობელის პრემიაზე წარსადგენად.

banner
წინა სტატიაშიბასკების სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ETA თვითდაშლა გამოაცხადა
შემდეგი სტატიაარქტიკის ყინულზე ეკოლოგები ტრამპის თავს გამოჭრიან