ტრამპის ექს-მრჩევლის განცხადებას დიმიტრი პესკოვი პასუხობს

კრემლი არანაირად არ აფასებს დონალდ ტრამპის ექს-მრჩევლის მაიკლ ფლინის შესახებ ინფორმაციას, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის გავლენებზე აპირებს საუბარს – ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. “არა, არანაირად არ ვაფასებ. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა გუშინ უკვე ითხოვა ტუჩებზე წაკითხვა. გვსურს პრეზიდენტის ამ სურვილის შესახებ შეგახსენოთ” – თქვა პესკოვმა, რომელმაც იგულისხმა პუტინის პასუხი შეკითხვაზე, ჩაერია თუ არა რუსეთი ამერიკის არჩევნებში, მან თქვა, რომ პასუხი მის ტუჩებზე წაიკითხონ: No (არა-ინგლისურად).

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საქმეებში ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი, რომელიც რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ სკანდალის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს, მზად არის ფიცის ქვეშ თქვას ყველაფერი, რაც მან იცის მოსკოვის მიერ აშშ-ს არჩევნებზე ზეგავლენის შეასხებ. სანაცვლოდ, ფლინი სისხლის სამართლის დევნისგან განთავისუფლებას ითხოვს – “ბიბისი”-მ გაავრცელა.

30 მარტს დილით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რესპუბლიკელი და დემოკრატიული პარტიის ცნობილმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ერთად გამოიძიებენ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის როლს. სენატის დაზვერვის კომიტეტში გამოძიების შესახებ პირველი მოსმენები დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისენატში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ, რუსი მონაწილის გამო, შესაძლებელია “ევროვიზიის” ჩატარების უფლება დაკარგოს