ტრამპი: რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს გააგრძელებს ბნელეთის გზას, თუ შეუერთდება ცივილურ სამყაროს

” მე ვუბრძანე აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, განეხორციელებინათ მაღალი სიზუსტის საჰაერო დარტყმები ობიექტებზე, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ სირიია დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიური იარაღის პოტენციალთან. ამ დროისთვის სრულდება საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაცია”.

განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა,-ციტირებს ТАСС-ი.

ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ,-რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი ქალაქ დუმაში ეს არის დანაშაული, რომელიც მხოლოდ შეეძლო გაეკეთებინა მონსტრს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, საბრძოლო ოპერაციები სირიაში გაგრძელდება იქამდე ვიდრე ბაშარ ასადის რეჟიმი არ შეწყვეტს ქიმიური იარაღის გამოყენებას. ხოლო დღევანდელი სირიის დაბომბვა ეს არის შედეგი რუსეთის უუნარობის შედეგისა, რომელმაც ვერ შძლო შეეჩრებინა ქიმიური იარაღის გავრცელება ქვეყნაში. “რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს გააგრძელებს იგი ბნელ გზაზე სიარულს, თუ შეუერთდება ცივილურ სამყაროს”,-განმარტა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონი დაპირისპირების შემდეგ ამხანაგურ მატჩს დაეთმობა
შემდეგი სტატიაგერმანია „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს