ტრამპი პირადად დახვდა ჩრდილოეთ კორეის ციხიდან განთავისუფლებულებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან, მელანიასთან ერთად შეხვდა ამერიკის სამ მოქალაქეს, რომლებიც 9 მაისს გაანთავისუფლეს ჩრდილოეთ კორეის ციხიდან. შეხვედრის ვიდეო ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა. Euronews-ის ინფორმაციით, ტრამპი მერილენდში, ავიაბაზა ენდრიუსში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თვითმფრინავით ჩაფრინდა. განთავსიუფლებულები თავს კარგად გრძნობენ და ამბობენ, რომ ბედნიერები არიან. მათ ამერიკის მთავრობას მადლობა გადაუხადეს დახმარებისთვის.

banner
წინა სტატიაში“ცხოვრებით დაღლილი” მეცნიერი დევიდ გიდოლი ევთანაზიით მოკვდა შვეიცარიაში
შემდეგი სტატიაბერა ივანიშვილი: Miha hamodi! Miha martla hamodi! რას გვატყუებ hemo zmao?!