ტრამპი მზადაა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიპლომატიური საშუალებების პარალელურად მზადაა სამხედრო ძალაც გამოიყენოს ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების ჩასახშობად. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ტელეფონით ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩრილოეთ კორეის კრიზისი განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დონალდ ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ აშშ და საფრანგეთი, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ფხენიანის პრობლემის მოგვარების საკითხში კოორდინირებულად იმოქმედებენ.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი მღებრიშვილი სააკაშვილის გადმოცემაზე უარს აცხადებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაშსს პრესსამსახური:მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა