ტრამპი მის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვალყურს ადევნებდა მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც ამერიკის ბევრ ქალაქში გაიმართა – ამის შესახებ რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
“გუშინ პროტესტს ვაკვირდებოდი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს არჩევნები ახლახანს გაიმართა! რატომ არ მისცა ამ ხალხმა ხმა?” – დაწერა ტრამპმა.
ცნობილმა ადამიანებმაც გააფუჭეს საქმე – აღნიშნა ტრამპმა.

22 იანვარს მადონა ტრამპის წინააღმდეგ უხეშად გამოვიდა. “სიბნელის ეს საშინელი წამები იყო საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ გავეღვიძებინეთ” – თქვა მან ვაშინგტონში საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას და უცენზურ სიტყვები დაამატა. მისი თქმით, საპროტესტო აქცია “რევოლუციის დასაწყისია”, “ჩვენ უკან არ დავიხევთ” – ხაზგასმით თქვა მადონამ.
სხვადასხვა მონაცემებით, ტრამპის წინააღმდეგ აქციაზე აშშ-ს რამდენიმე ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკული სატვირთო, რომელსაც ტანკის ჭურვები გადაჰქონდა, პოლონეთში ამოტრიალდა
შემდეგი სტატიასპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ტრამპს გამოსვლის გამო აკრიტიკებს