ტრამპი მალე ვლადიმერ პუტინს დაურეკავს

აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო დიალოგის გამართვას გეგმავს. Wall Street Journal-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან “მშვენიერი წერილი” მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევა 9 ნოემბერს მიულოცა – წერილი კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. რუსეთის ლიდერმა ტრამპს ტელეგრამა გაუგზავნა, სადაც მას წარმატებები უსურვა. მან, ასევე, იმედი გამოთქვა ერთობლივ მუშაობაზე რუსეთ-აშშ-ს კრიზისულ პერიოდში.

პუტინის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონსტრუქციული დიალოგი ორივე მხარის ინტერესშია. ამასთანავე, აღნიშნა, რომ მთავარია არსებობდეს “თანასწორობის, ერთმანეთის დაფასებისა და პოზიციების რეალური გათვალისწინების” პრინციპი.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ბორის ჯონსონს ესაუბრა
შემდეგი სტატიამედია: ლეონარდ კოენი ჯერ კიდევ ხუთშაბათს დაასაფლავეს