ტრამპი კლინტონტან ჩამორჩენას აღიარებს

14800908_662658160561041_1821293996_nაშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კილიან კონვეიმ NBC-სთან საუბრისას აღიარა, რომ მილიარდერი ტრამპის რეიტინგი ამ მომენტისთვის მისი დემოკრატი კონკურენტის ჰილარი კლინტონისას ჩამორჩება.
,,ჩვენ უკან ვართ. ჰილარი კლინტონს უპირატესობა აქვს რეკლამის განთავსების კუთხითაც, რომელიც სექტემბრის თვეში აგვისტოსთან შედარებით ორჯერ გაიზარდა და 66 მილიონი დოლარი შეადგინა,, აცხადებს კონვეი.
ტრამპის შტაბის უფროსის განცხადებით, კლინტონის რეკლამის უდიდესი ნაწილი ტრამპის წინააღმდეგ არის მიმართული და მას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მის მხარეს გამოდიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პოპულარობით თავად ჰილარი კლინტონს აღემატებიან… ისეთები, როგორებიც არიან პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელი, ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ჰილარის მეუღლე ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს გენერალი: საქართველოდან სირიამდე – რუსეთი ყოველთვის გვაოცებდა
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე