აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დავალებით რუსეთთან ნორმალიზების გეგმას და უკრაინის საკითხის გადაწყვეტას შეიმუშავებს… აცხადებს გერმანული Bild-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ევროპული სპეცსამსახურის წყაროებს ეყრდნობა, რუსეთთან ნორმალიზაციის გეგმის ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ იგეგმება რუსეთისათვის სანქციების მოხსნა, რომელიც კისინჯერის იდეაა. კისინჯერს მიაჩნია, რომ ჩინეთის გაძლიერების ფონის გათვალისწინებით, აშშ-მ რუსეთთან ნორმალიზება და დაახლოება უნდა შესძლოს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია, რომ კისინჯერი რეკომენდაციას უწევს ტრამპს, რათა აშშ-მ რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენა ,,დაუტოვოს,, … საუბარია აგრეთვე უკრაინის პრობლემის გადაწყვეტაზეც, სადაც რუსეთი გარანტიებს იძლევა დონბასის უსაფრთხოებაზე და სანაცვლოდ დასავლეთი ,,ყირიმზე აღშფოთებას,, შეწყვეტს, წერს გამოცემა.